შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ

2019-01-18 12:21:47

თბილისში, გეთიას ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა რასაც ხანძარი მოჰყვა.

„რომ გამოვედი ცეცხლი ეკიდა უკვე, კალონკა ჩაირთო თვითონ, ოდნავ იყო დატოვილი ონკანი ღია. ხანძარი გაჩნდა... ბავშვები გამოვიყვანე სახლიდან, არავინ არ დაშავებულა,“ - ამბობს დაზარალებული ემზარ დავითაშვილი.

აფეთქებას გადაურჩა თბილისში დილით კიდევ ერთი კორპუსი, ამ წუთებში „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელს შეუწყვიტა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა. პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეების მტკიცებით, მათ ინტოქსიკაცია მიიღეს.