ერთმანეთს 16 ავტომობილი შეეჯახა

2019-01-17 19:12:44

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთის მონაკვეთზე, "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ერთმანეთს 16 ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი გზის სავალ ნაწილზე არსებული ლიპყინულია.

"ინფო რუსთავთან" მძღოლები აცხადებენ რომ, ასფალტის ნაწილი მოყინულია, ამიტომაც მანქანებს უსაფრთხოდ გადაადგილება უჭირთ.