დიღომში აფეთქების ახალი დეტალები

2019-01-17 14:19:11

დიღომში აფეთქება ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბის ბინაში არ მომხდარა.

ვრცელდება ინფორმაცია რომ ბუნებრივი აირის აფეთქება ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბის ბინის მეზობლად მოხდა. ბინაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირი იყო დაგროვილი, ოთახის კარების გაღების და შუქის ანთების შემდეგ კი მოხდა აფეთქება, მამაკაცმა რომელმაც აღნიშნული ბინის კარი გააღო ადგილზე გარდაიცვალა.

აფეთქებისას გამოწვეულმა წნევამ კი ფირალიშვილების ბინის კედლები გაანგრია.

შეგახსენებთ რომ დიღომში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 დაშავდა.

მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.