2019-01-15 22:32:06
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"სუბარუ"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.
ავტომობილს 65 წლის მამაკაცი მართავდა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულები ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.