რუსთავის მერიამ, სტუდენტების სწავლის საფასურისა და ტრანსპორტის ხარჯების დასაფინანსებლად განცხადებების მიღება უკვე დაიწყო.
სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, წახალისების მიზნით სწავლისა და გზის ხარჯები დაუფინანსდებათ.
"ინფო რუსთავთან" სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ქირიამ განაცხადა, რომ: - "ამდროისთვის დაახლოებით 15 განაცხადია შემოსული სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით და დანარჩენი 700-მდე ვაფინანსებთ გზის თანხას. 15 სტუდენტიდან, 4 სტუდენტს უკვე დაუფინანსდა სწავლა და 800 ლარის ოდენობის თანხა გაიცა, დანარჩენებზე მიმდინარეობს განხილვა."
იმისათვის, რომ სტუდენტმა სწავლის საფასურის დაფინანსება მიიღოს, აუცილებელია წარადგინოს: რუსთავში ცხოვრების რეგისტრაცია, უნივერსიტეტიდან ცნობა სტატუსის შესახებ, ანგარიშ-ფაქტურა და ნიშნების ფურცელი.
რაც შეეხება გზის ხარჯების დაფინანსებას, სტუდენტმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი და ნიშნების ფურცელი.
"სტუდენტს არ ექნება სათქმელი, რომ გზის ფული არ აქვს და ვერ სწავლობს" ნახეთ ბმული