ირლანდიიდან 10 ქართველი გამოაძევეს

2019-01-15 13:17:51

არსებული ინფორმაციით, ირლანდიიდან 10 ქართველი გამოაძევეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირლანდიიდან შესრულებული ჩარტერული რეისით საქართველოში ბრუნდება საქართველოს ათამდე მოქალაქე, რომლებმაც ირლანდიაში ყოფნის წესები დაარღვიეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.