ქუთაისი-წყალტუბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა.
ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.