ერთ-ერთმა მოზარდმა თითი დაკარგა

2019-01-14 15:32:42

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, დღეს 8-დან 15 წლამდე 4 არასრულწლოვანი შეიყვანეს. აფეთქების შედეგად, ოთხივე მათგანს კიდურების დაზიანება აღენიშნებოდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა პაციენტმა აფეთქებისას თითი დაკარგა.

ბავშვების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მათ კლინიკიდან, დაახლოებით, 3-4 დღეში გაწერენ.