28 წლის ბიჭი გარდაიცვალა

2019-01-11 13:53:30

H1N1 ვირუსით ჩოხატაურში 28 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ის ქუთაისის კლინიკაში 9 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გარდაცვლილი ბიჭის მამა ამბობს, რომ  ვირუსი თანმდევი დაავადების გამო გართულდა, რადგან მის შვილს ეპილეფსია ჰქონდა.

28 წლის მამაკაცი ჩოხატაურიდან ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.