ვირუსის გავრცელების პრევენცია

2019-01-10 17:06:12

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პროცესი  21 იანვრამდე გადაიდო. - ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტების ადმინისტრაციაში ავრცელებენ.

რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, როგორც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის Facebook გვერდზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 10 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით შეწყდა და 17 იანვარს განახლდება.

RUSTAVI