უბედური შემთხვევა გურჯაანში

2019-01-10 14:37:52

გურჯაანის სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში მსუბუქი ავტომანქანა ჩავარდა. უბედური შემთხვევის დროს მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა და დაიხრჩო.


გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცია, რომელსაც გუშინ საღამოდან ეძებდნენ. მის ცხედარს ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.