22 წლის გოგო გარდაიცვალა

2019-01-09 23:43:42

თბილისში, ვირუსული ინფექციით 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

სალომე ქემაშვილი, დაახლოებით 10 დღე მკურნალობას თბილისში, პავლოვის ქუჩაზე არსებულ, ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ზუსტი დიაგნოზი თუ რა გახდა 22 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.