10 იანვარს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება
2019-01-09 17:48:23

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, 10 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში აქთაკლია, კარათაკლია, ყარაჯალარი, გაჩიანი და მიმდებარე სფლებში.

12:00-დან 18:00 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყრდრიონს, აგრეთვე აბონენტებს ქ. წალკაში გ.ცაბაძის, წერეთელის, არისტოტელეს და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, დარაკოვი, ტბეთი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 17:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, ბაჩალარი და მიმდებარე სოფლებს.

13:00-დან 15:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ალგეთი, საფუძვრები, გოხნარი, დიდი თონეთი, ცხრაკუდაანი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.