თბილისი მოლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, - ფაქტი ინფო რუსთავს ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მფლობელმა დაუდასტურა.
მისივე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრიდან ყველა თანამშრომელი გამოიყვანეს, შენობა ასევე დაატოვებინეს მოლის სტუმრებს. როგორც თვითმხილველი ინფო რუსთავს უყვება მინუს პირველ სართულზე, საპარკინგე ადგილზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, სწორედ ეს გახდა ხალხის ევაკუაციის მიზეზი. სავარაუდოდ არსებობდა საფრთხე ცეცხლის გავრცელების. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.