შვილმა დედა დაჭრა

2019-01-09 11:14:11

ზემო თელეთში შვილმა დედა დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, შვილი დედას სასტიკად გაუსწორდა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს დაზიანებული აქვს ფილტვი და ღვიძლი. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-მ გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.