გარდაცვლილია 40 წლამდე ქალი

2019-01-07 14:56:41

ფოთში H1N1 ვირუსით 40 წლამდე ქალი გარდაიცვალა. იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. როგორც ექიმები აცხადებენ, ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერმოხერხდა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში რესპირატორული ინფექციის სიპტომით 11 ადამიანი მკურნალობს.