ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში გარდაცვლილები აერიათ და ჭირისუფლებს შეცდომით სხვა ცხედრები გაატანეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 83 წლის ქალი 31 დეკემბერს გარდაიცვალა, დაკრძალვის ცერემონია კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში 3 იანვარს გაიმართა. მოგვიანებით გაირკვა რომ შეცდომით სხვა გარდაცვლილი დაუკრძალავთ. ცხედრების არევის შესახებ ინფორმაცია კი მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში 75 წლის ქალის დაკრძალვის დრო მოვიდა. აღმოჩნდა რომ ჭირუსუფლებს სასახლეში მათთვის უცნობი ადამიანი ჰყავდათ დასვენებული.
ოჯახის წევრებმა მალევე დაიწყეს დეტალების გარკვევა იმ სამედიცინო დაწესებულებაში საიდანაც ცხედარი გადმოასვენეს. არსებული ინფორმაციით კლინიკის ექიმები ჭირისუფლებს არწმუნებდნენ რომ გვამს შეშუპება დაეწყო, შესაძლოა ცხედარმა სახის ფორმა დაკარგა და გადაცვლილის ვერ ცნობის მიზეზიც ეს ყოფილიყო.
მოგვიანებით კი კლინიკაში დააზუსტეს რომ იმ დღეს სხვა ქალიც გარდაცვლილა და შესაძლოა ცხედრები აერიათ. წყალტუბოს მკვიდრნი იძულებულები გახდნენ რომ ხარაგაულში წასულიყვნენ და უკვე დასაფლავებული მათი ოჯახის წევრის საფლავი გაეჭრათ და ცხედარი გადმოესვენებინათ იმ სასაფლაოზე სადაც მისი დაკრძალვა იგეგმებოდა.
"ინფო რუსთავი" აღნიშნული კლინიკის დირექტორს კახა ნურალიძეს დაუკავშირდა რომელმაც მსგავსი ინფორმაცია არ დაადასტურა, ინფორმაციას არ ფლობენ საავადმყოფოს სხვა ექიმებიც.