8 იანვარს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-01-04 17:43:30

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კერძოდ, 8 იანვარს 12:00-დან 17:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში წინუბანი, კინოსტუდია, ნასაგური, ბროწეულა, დიდი ლილო, კრწანისი, შსს დაჩები და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.