30 წლის ზუგდიდელი მამაკაცი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში გუშინ გარდაცვლილა ე.წ ღორის გრიპი ჰქონდა, რაც ლაბორატორიულადაც დადასტურდა.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტი მათთან ორი დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა საავადმყოფოში შეყვანისას მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო და ამიტომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინგოროყვას კლინიკის ინფორმაციით, გარდაცვლილს ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, H1N1-ის გართულების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.