გორში 39 წლის ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. ის კლინიკა "გორმედში" გუშინ, 2 იანვარს შეიყვანეს. პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ცხელება აღენიშნებოდა.
არებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, რის გამოც ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი (H1N1) ამას ექსპერტიზა დაადგენს.