ექიმი: პაციენტს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა

2019-01-03 11:24:07

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში დაჭრილი წვევამდელს მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. 20 წლის სამხედრო მოსამსახურე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წვევამდელმა ხაჩატურ მანკასარიანმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.