ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-01-02 14:18:51

თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის ცაიშის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ავტობუსის გაჩერების კედელს შეეჯახა. მომხდარის შედეგად მანქანაში მყოფი ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა.