მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 22 დევნილ ოჯახს გადაეცა. საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ შენობაში ცხოვრობენ. 22 ბინიდან 4 ერთოთახიანია, 10 ოროთახიანი, 8 კი სამოთახიანი.
აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მენაშენეების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. 2019 წლის გაზაფხულზე, მარნეულში ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კიდევ 16 ოჯახი მიიღებს.
ინფორმაციას ქვემო ქართლის გუბერნატორი ადმინისტრაცია ავრცელებს