უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. აეროპორტის დასახლებაში ახალდაქორწინებული წყვილი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის, მესამე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.