უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში.
აღმაშენებლის ხეივანში დიდი სისწრაფით მოძრავი ტაქსი მეეზოვეს იმ დროს დაეჯახა როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. შემთხვევის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.