ქვემო ფონიჭალაში მამაკაცი მოკლეს. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი კვების ობიექტში ნახეს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილობრივების თქმით, მათ ხმაური გაიგეს. შელაპარაკება კვების ობიექტში სავარაუდოდ მყიდველსა და გამყიდველს შორის მოხდა.
ქვემო ფონიჭალაში საპატრულო პოლიციის 15 ეკიპაჟია მობილიზებული. ჩვენი ინფორმაციით პოლიციას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებია.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117 მუხლით მიმდინარეობს, იდენტიფიცირებულია დამნაშავა და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები."