გაჩიანის მოსახლეობის ნაწილმა, სასაფლაოებთან აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები, მოითხოვენ, რომ დაკავებული ახალგაზრდები გაანთავისუფლონ.
როგორც გაჩიანის მაცხოვრებლებმა "ინფო რუსთავთან" განაცხადეს, მათ უთხრეს, რომ თუ კი ისინი გზას გაანთავისუფლებენ, დაკავებულ მამაკაცებს გაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში, სასაფლაოზე 19, 20 და 24 წლის მამაკაცები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს.
ახალგაზრდების ახლობლების ინფორმაციით, სასაფლაოზე ნარკოტიკებით ვაჭრობენ, რაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა.