ცესკოს თავმჯდომარე კვლავ თამარ ჟვანია გახდა

2018-12-24 15:56:22

ცესკო-ს თავმჯდომარედ მეორე ვადით თამარ ჟვანია აირჩიეს. კენჭისყრაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხრა წევრი მონაწილეობდა, აქედან რვა ხმა მეორე ვადით არჩეულმა კანდიდატმა მიიღო.

თამარ ჟვანია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

ასევე კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ვეროპული საქართველოს“ წარმომადგენელები.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე კიდევ ორი კანდიდატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე იყვნენ წარდგენილნი.

ბოჟაძემ ერთი ხმა მიიღო, შელეგიამ არც ერთი.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.