სისხლიანი გარჩევა მსხვერპლით დასრულდა, 2 გარდაცვლილი და 2 დაჭრილი.
არსებული ინფორმაციით ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება პიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
შემთხვევა შინდისის გზაზე მოხდა, დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე ნაწილის ე ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".