გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს

2018-12-23 12:41:49

გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების დასადგენად მუშაობა დაასრულა.

26 დეკემბერს სემეკ-ის საჯარო სხდომაა ჩანიშნული, სადაც მარეგულირებელი კომისია „ყაზტრანსგაზის“, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფებს დაამტკიცებს.

ბუნებრივი გაზის ტარიფების ფორმირებისთვის ერთ-ერთი ფაქტორი გაზის ტრანსპორტირების ტარიფია, რაც შემცირდა. სემეკის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ტრანსპორტირების ტარიფი 1.884 თეთრი/მ3-დან 1.870 თეთრი/მ3-მდე (დღგ-ს გარეშე) შემცირდა.

გარდა ამისა, ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენისას მნიშვნელოვან როლს ლარის გაცვლითი კურსი ასრულებს, რადგან გაზს საქართველო აზერბაიჯანისგან აშშ დოლარში ყიდულობს.

შეგახსენებთ, რომ მოქმედ ტარიფში გათვალისწინებულია გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.50 თეთრი.