უფილტრო სიგარეტი ძვირდება

2018-12-22 18:24:59

უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზური მარკის განაკვეთი გათანაბრდება. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის. უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკის განაკვეთი, იქნება 1.7 ლარი 20 ღერზე.

საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავების მიზანია ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის მიზნით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის გათვალისწინებული აქციზის დიფერენცირებული განაკვეთის გათანაბრება.

მისივე თქმით, უფილტრო სიგარეტის მოხმარების შედეგად ქვეყანაში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. კანონპროექტის მიღება ასევე, გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 45 მლნ. ლარით გაზრდას.

ამის შესახებ ინფორმაცია  საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.