შემთხვევა მარნეულში მოხდა

2018-12-22 13:40:47

მარნეულში შინაური ფრინველის ქურდობისთვის არასრულწლოვანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ოთხმა ახალგაზრდამ ერთი ბატის მოპარვა და ავტომობილით მიმალვა სცადა. ბატების პატრონი მანქანას დაედევნა და ქურდებს სანადირო თოფიდან ესროლა. ტყვიამ შუშა დააზიანა და ერთ-ერთ არასრულწლოვანს სახე და მხარი დაუზიანა.

მარნეულში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის და 122-ე ჯანმრთელობის დაზიანების მუხლებით დაიწყო.