ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე.
ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავარიის გამო 3 ადამიანი დაშავდა, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარსე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო".