"დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს", – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, როდესაც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა კირკიტაძის შემთხვევაში.
"უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რა სტატუსის მატარებელი არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როგორც კი სახელმწიფოს წარმომადგენელზე - პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა, ამას ექნება ადეკვატური პასუხი, ყოველთვის. არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ორი, ხუთი და ათი წლის წინ. ასე იქნება და ამის შემდგომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ სადმე, რომელიმე კადრში აღმოჩნდა კიდევ ერთი ფაქტი ან დამატებითი ფაქტი პოლიციელზე ფიზიკური ზემოქმედების, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა ბატონი კირკიტაძის შემთხვევაში და აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა, ან რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, იმ შემთხვევაში როდესაც პოლიციელზე, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, შედეგი იქნება იგივე, გარწმუნებთ, რომ შედეგი იქნება, კიდევ უფრო მკაცრი, ამის გარანტიას გაძლევთ მე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრს ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ უთხრა, რომ ახალქალაქში თავდასხმაში დამნაშავეებს ხელს აფარებენ, ხოლო დავით კირკიტაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.