საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე პარლამენტში ანგარიშით წარსდგა.
გახარიას თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხელფასები 2019 წელსაც გაეზრდებათ:
„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შსს-ს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა 2018 წელს, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება 2019 წლისთვისაც.
ვფიქრობ, რომ აქ იქნება სოციალური უზრუნველყოფის კიდევ მნიშვნელოვანი კომპონენტები ბინათმშენებლობიდან დაწყებული სამედიცინო მომსახურეობით დამთავრებული, განათლებით დამთავრებული. ამ მიმართულებით, რესურსულად შსს იქნება სრულად მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთ მომავალზე,“ - განაცხადა გახარიამ.