ავარიას მოზარდის სიცოცლე ემსხვერპლა

2018-12-21 10:50:17

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

გორი-ქარელის მონაკვეთზე "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით ფეხით მოსიარულე მაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.