"მე ვარ ბედნიერი, რომ აქ ვარ"

2018-12-18 12:13:53

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მივიდა.

სალომე ზურაბიშვილი  საპრეზიდენტო სასახლეში მუშაობას უკვე შეუდგა.

"მივესალმები საზოგადოებას, რომელიც პირველ დღეს მიყურებს ათონელის სასახლეში. მე ვარ ბედნიერი, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ ჯერ არ არის ყველაფერი იმ ფორმატში და დასრულებული, როგორც იქნება რამდენიმე კვირაში თუ თვეში, თუმცა გვაქვს საშუალება, რომ ამ ფლიგელში დავიწყოთ მუშაობა და იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს ამ პირველ ეტაპზე, თუმცა მერე როცა სტუმრები გვეწვევიან, საჭიროა, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც საჭიროა."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის განმავლობაში სასახლის საპრეზიდენტო ფლიგელში რემონტის გამო,  პრეზიდენტი დროებით შენობის ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებს მუშაობას.