ქალი სუიციდის მიზნით მტკვარში გადახტა [video]

2018-12-18 10:45:05

თბილისში 34 წლის ქალმა სუიციდი სცადა. [ვიდეო/video]

შემთხვევა გუშინ მოხდა, 3 შვილის დედა მეტეხის ხიდთან მივიდა, ფეისბუქ ლაივი ჩართო და მიმართვა გააკეთა, ბოლოს კი მტკვარში გადახტა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და ქალი გადაარჩინეს."

არსებული ინფორმაციით 34 წლის ქალმა სუიციდი მძიმე სოციალური მდგომარეობის და მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო წარმოქმნილი პრობლემების გამო სცადა.

ფოტო რეალობას არ ასახავს