მილანი-ქუთაისის ავიარეისზე ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში დაადასტურეს.
მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი შემთხვევის გამო ბელგრადში დასვეს.
"ქალბატონი გზაში, ჰაერში გახდა ცუდად, ამიტომ თვითმფრინავი დასვეს ბელგრადში, სხვა დეტალები უცნობია“, - განაცხადეს აეროპორტების გაერთიანებაში.
წყარო: pia.ge