ავტოსაგზაო შემთხევა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი მიღებული ტრამვების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო".