ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თონე აფეთქდა

2018-12-17 11:39:36

ფოთში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თონე აფეთქდა.

აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.