ავარია კახეთის გზატკეცილზე [photo]

2018-12-16 21:40:50

ავარია კახეთის გზატკეცილზე, საგარეჯოსთან მოხდა.

სამხედრო ტექნიკა რომელსაც ქვემეხი გადაჰქონდა ავარიაში მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით ერთმანეთს სამი მანქანა დაეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები არიან "ფორდი"-ს, "მერსედესი"-ს და ტავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.