ავარია მსხვერპლით დასრულდა

2018-12-12 22:32:10

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რა დროსაც 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით ბავშვი მშობლებს მოულოდნელად დაშორდა და გზაზე გადავიდა რა დროსაც მიკროავტობუსი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ბავშვი მიღებული ტრამვებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძვრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.