ჩხუბი პარლამენტში [video]

2018-12-12 16:36:35

პარლამენტის საშემოდგომი სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. [ვიდეო\video]

ვითარება განსაკუთრებით "პატრიოტთა ალიანსის" წევრის ირმა ინაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიძაბა. ირმა ინაშვილი და ნიკა მელია შეკამათდნენ, რაც შემდეგ პარლამენტში არეულობის მიზეზი გახდა.

"ხმა ჩაიკმინდე ახლა, გაჩუმდი და იჯექი მშვიდად. ჯერ ისედაც კვარტალში ერთხელ ჩნდები პარლამენტში. წყანარად იჯექი მად", - მიმართა ინაშვილმა მელიას, რის შემდეგაც მის ადგილას გადაინაცვლა და კოლეგას პირისპირ ესაუბრა.