ვის ადანაშაულებს ოჯახი

2018-12-12 14:09:57

ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახი ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში ის ცემის შემდეგ ჩავარდა. მათივე თქმით, პოლიციამ თავდამსხმელის შესახებ იცის, თუმცა არ აკავებს. მოზარდის მამა უყურადღებობაში ადანაშაულებს ექიმებსაც.

"ჩემი შვილი სახშლი სასტიკად ნაცემი მოვიდა,"- აცხადებს იდაიფ ბადალოვი.

სამართალდამცველებმა თანასოფლელებიც გამოკითხეს. ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ისმაილს ხელი კრეს და ის დაეცა.

შსს-ში აცხადებე, რომ "გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით არის დაწყებული. ჩატარდა ექსპერტიზა და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობენ უწყებაში.