12 დეკემბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-12-11 23:12:52

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 დეკემბერს:

11:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფელბში ხატისოფელი, ვანათი, სამწვერისი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე მარნეულის რაიონის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, თაქალო, ხანჯიგაზლო, მზიანეთი და მიმდებარე სოფლებში,

11:30-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში ალგეთი, ახალსოფელი, მანგლისი, დიდი თონეთი და მიმდებარე სოფელბში,

14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელ აქთაკლიაში,

15:30-დან 18:30 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, კუმისი, მუხრან დაჩები, ახალწყალი და მიმდებარე სოფელბში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.