ახალი რეგულაციები

2018-12-11 12:04:24

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსები აიკრძალება.

მამუკა მუმლაძის განცხადებით, მარჯვენა საჭიანი ავტომობილის მძღოლი ლიცენზიას ვერ მიიღებს, შესაბამისაც ვისაც ლიცენზია არ ექნება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვერ იმოძრავებს. უნებართვო ტაქსის მძღოლი კი დაჯარიმდება.

რაც შეეხება ფერს, ტაქსების ფერთან დაკავშირებით თბილისის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. დედაქალაქში 2019 წლიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ტაქსის ნიშნებს თბილისის მერია დაამზადებს.