იუსტიციის სახლთან აქცია განახლდა

2018-12-11 11:43:40

მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის მოთხოვნით იუსტიციის სახლთან აქცია განახლდა.

"ჩვენი ამოცანაა, ქართული მიწების გაყიდვის ხარჯზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამდიდრება არ დავუშვათ. ეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. ჩვენ გუშინ ხალხის აქტივობის მხარდაჭერით მოვახერხეთ და არც ერთი ნაკვეთი არ გაყიდულა ირანელებზე, თურქებზე და ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე", – განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა  ჯონდი ბაღათურიამ.

ჯონდი ბაღათურია კორუმპირებულს უწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.

"კორუმპირებული საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების გადაგორებას ელოდებოდა და პოლიტიკური დღის წესრიგით მუშაობდა. დიდი სურვილიც, რომ გვქონდეს, დღეს პიკეტირების რესურსი არ გაგვაჩნია. ჩვენ ახლა ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, თუ მიწების გასხვისების გადაწყვეტილებას მიიღებს, ხალხი გამოვა და ამ ხელისუფლებას მშვიდობიანი, კანონიერი გზით დაამხობს", –  ამბობს ბაღათურია.