საიტი vali.ge ჩაირთო

2018-12-10 23:34:06

სესხების განულების ვებგვერდი vali.ge ამოქმედდა, თუმცა მომხმარებლების გარკვეული ნაწილი აცხადებს რომ საიტი შეფერხებით მუშაობს.

ვებ-გვერდი შექმნილია და განკუთვნილია სოციალური მიზნებისთვის, კერძოდ, „სესხების პატიების პროექტის“ ფარგლებში მოქცეული პირებისთვის/მსესხებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების, მსესხებლების მიერ პროექტში მოქცეულ დავალიანებაზე მონაცემების გადამოწმების და პროექტის ფარგლებში სასესხო ვალდებულებების პატიების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.

ვებ-გვერდი იფუნქციონირებს 2019 წლის 31 დეკემბრის 18:00 საათამდე.
ზემოხსენებული თარიღის შემდგომ ვებ-გვერდი წყვეტს ფუნქციონირებას.

ამ ეტაპზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:
* სს „საქართველოს ბანკი“
* სს „თიბისი ბანკი“
* სს „ლიბერთი ბანკი“
* სს „სილქ როუდ ბანკი“
* სს „ხალიკ ბანკი საქართველო“
* სს „იშბანკი საქართველო“

უახლოეს პერიოდში დაემატება სხვა საფინანსო ორგანიზაციები, რადგან მიმდინარეობს ბაზების დაზუსტების პროცედურები.