"18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი"

2018-12-10 14:08:56

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა რომ ვებგვერდი სადაც ბაზა აიტვირთება დღეს 18:00 საათიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. პირველ ეტაპზე ბაზებში 3 უმსხვილესი ბანკის: „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლების შესახებ განთავსდება ინფორმაცია.

დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოაქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდნიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგნილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე. ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ყოველ დღე დავამატებთ ამ ბაზებს  შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება „შავი სიიდან“. ჩვენი მოქალაქეებისა და ქართული ოჯახების დიდი ნაწილი შეხვდება ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვებგვერდის სახელწოდება vali.ge იქნება.